ლიონელ მესი „ინტერ მაიამისთან“ ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს #1TVSPORT
ლიონელ მესი „ინტერ მაიამისთან“ ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს #1TVSPORT

ამერიკული „ინტერ მაიამის“ ვარსკვლავი, არგენტინელი ლიონელ მესი კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს, – ინფორმაციას Mundo Deportivo ESPN-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა და დარჩენილია მხოლოდ გარკვეული დეტალების შეთანხმება. წყაროს ცნობით, არგენტინელი კონტრაქტს ხელს მომდევნო ორი კვირის განამვლობაში მოაწერს.

ჯერ უცნობია, კიდევ რამდენი წლით დარჩება „ოქროს ბურთის“ რვაგზის გამარჯვებული ამერიკული გუნდის რიგებში.

38 წლის მესი „ინტერ მაიამიში“ 2023 წლიდან გამოდის. მიმდინარე სეზონში არგენტინელმა ფეხბურთელმა MLS-ში 21 მატჩი ჩაატარა, 20 გოლი გაიტანა და ცხრა საგოლე გადაცემა მიითვალა.