ლიონელ მესი - ევროპაში აღარასოდეს ვითამაშებ #1TVSPORT
ლიონელ მესი - ევროპაში აღარასოდეს ვითამაშებ #1TVSPORT

„ინტერ მაიამის“ ფორვარდმა, ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ აღარასოდეს ითამაშებს ევროპულ კლუბებში.

„ახლა, როცა მე გადავდგი ნაბიჯი წინ და ამერიკის შეერთებულ შტატებში აღმოვჩნდი, არ მგონია, რომ ოდესმე ისევ ვითამაშებ ევროპაში.

რა თქმა უნდა, მთელი დარჩენილი ცხოვრება მოვიწყენ ჩემპიონთა ლიგის გარეშე, იმ თამაშების გარეშე, რომლებსაც განსაკუთრებული კოლორიტი აქვს. მაგრამ მე სიამოვნებას ვიღებდი ამისგან იმდენად, რამდენადაც შემეძლო, ამიტომაც არანაირი იმედგაცრუება არ მაქვს“, – განაცხადა მესიმ გაზეთ AS-თან კომენტარში.