ლიონელ მესი - ერთხელ ვითამაშე უმაყურებლოდ, ძალიან უცნაური იყო
ლიონელ მესი - ერთხელ ვითამაშე უმაყურებლოდ, ძალიან უცნაური იყო

„ბარსელონას“ კაპიტანმა ლიონელ მესიმ აღნიშნა, რომ მოთამაშეებს მოუწევთ უმაყურებლო სტადიონებზე თამაში.

„ცარიელი ტრიბუნების ქვეშ თამაში პრობლემებს წარმოშობს. აუცილებელია ინდივიდუალურ დონეზე წინასწარი მომზადება. ძალიან იშვიათია, რომ მატჩები ასეთი ფორმატით ჩატარებულიყო. მე ერთხელ ვითამაშე მაყურებლების გარეშე და ეს ძალიან უცნაური იყო, მაგრამ, ახლა ნორმალურია ასე თამაში, თუ გავითვალისწინებთ სიტუაციას, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით“, – თქვა მესიმ.

ლა ლიგა სეზონის განახლებას 11 ივნისს აპირებს.