ლიონელ მესი „ეკიპის“ ვერსიით წლის სპორტსმენი გახდა #1TVSPORT
ლიონელ მესი „ეკიპის“ ვერსიით წლის სპორტსმენი გახდა #1TVSPORT

ავტორიტეტულმა ფრანგულმა გაზეთმა „ეკიპმა“ „პარი სენ-ჟერმენისა“ და არგენტინის ნაკრების ფორვარდი ლიონელ მესი „ჩემპიონთა ჩემპიონად“ აღიარა – ამ პრიზის მფლობელი წლის საუკეთესო სპორტსმენი ხდება.

ჟურნალისტთა ხმის მიცემაში მესიმ თავის თანაგუნდელ კილიან მბაპესა და ესპანელ ჩოგბურთელს, რაფაელ ნადალს გაუსწრო:

  1. ლიონელ მესი (ფეხბურთი, 808 ქულა); 2. კილიან მბაპე (ფეხბურთი, 381); 3. რაფაელ ნადალი (ჩოგბურთი, 285); 4. რემკო ევენეპული (ველოსპორტი, 252); 5. მაქს ფერსტაპენი (ფორმულა 1, 196); 6. ქარიმ ბენზემა (ფეხბურთი, 195); 7. არმან დუპლანტისი (მძლეოსნობა, 185); 8. სტეფენ კარი (კალათბურთი, 139); 9. ანტუან დუპონი (რაგბი, 105); 10. დავიდ პოპოვიჩი (ცურვა, 98).

ამავდროულად, მბაპე 2022 წელს საფრანგეთის საუკეთესო სპორტმენად დასახელდა:

  1. კილიან მბაპე (ფეხბურთი, 832 ქულა); 2. ქარიმ ბენზემა (ფეხბურთი, 484); 3. კუენტენ ფიიონ მაიე (ბიატლონი, 403); 4. ანტუან დუპონი (რაგბი, 389); 5. ლეონ მარშანი (ცურვა, 358); 6. კევინ მაიერი (მძლეოსნობა, 169); 7. კლემან ნოელი (სამთო თხილამურები, 126); 8. გიიომ სიზერონი (ფიგურული სრიალი, 75); 9. რომენ კანონი (ფარიკაობა, 52); 10. შარლ კოდრელიე (აფროსნობა, 50).