ლიონელ მესი - ეჭვგარეშეა, რომ წელს „ოქროს ბურთს“ ბენზემა მიიღებს #1TVSPORT
ლიონელ მესი - ეჭვგარეშეა, რომ წელს „ოქროს ბურთს“ ბენზემა მიიღებს #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ „რეალის“ ფორვარდი ქარიმ ბენზემა ყველაზე მეტად იმსახურებს 2021-22 წლების სეზონის „ოქროს ბურთს“.

„ვფიქრობ, ყველაფერი ეჭვგარეშეა. სრულიად ცხადია, რომ ბენზემამ შთამბეჭდავი წელი ჩაატარა და საბოლოოდ, საკუთარ თავს ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება მიუძღვნა. ყველა მატჩში მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ჩემი აზრით, წელს არანაირი ეჭვი არ არსებობს“, – განაცხადა მესიმ TyC Sports-თან მიცემულ ინტერვიუში.

მიმდინარე სეზონში 34 წლის ბენზემამ 46 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 44 გოლი გაიტანა და 15 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.