ლიონელ მესი ჩემპიონთა ლიგას ვერ დაიწყებს
ლიონელ მესი ჩემპიონთა ლიგას ვერ დაიწყებს

„ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი ვერ ახერხებს მოედანზე დაბრუნებას. არგენტინელმა ფეხბურთელმა, ტრავმის გამო, შესაძლოა, გამოტოვოს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩი „დორტმუნდთან“.

კატალონური კლუბის სამედიცინო სამსახური მუშაობს მესისთან ყოველდღიურ რეჟიმში, მაგრამ არ შეუძლია არგენტინელის მოედანზე დაბრუნების ზუსტი თარიღის დასახელება.

თავად მესი გეგავდა მოედანზე დაბრუნებას ჯერ კიდევ „ვალენსიასთან“ მატჩში, რომელიც ამ უქმეებზე გაიმართება. მაგრამ დისკომფორტი, რომელსაც ის გრძნობს, აგრეთვე არაოპტიმალური სათამაშო ფორმა, არ აძლევს დაბრუნების საშუალებას.

დატოვე კომენტარი