ლიონელ მესი „ბარსელონაში“ დარჩენაზე გამოაცხადებს - ვიდეომიმართვა უკვე ჩაწერილია
ლიონელ მესი „ბარსელონაში“ დარჩენაზე გამოაცხადებს - ვიდეომიმართვა უკვე ჩაწერილია

„ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი, დიდი ალბათობით, დარჩება კატალონურ კლუბში, მიუხედავად იმისა, რომ კვლავაც აქვს სხვაგან გადასვლის სურვილი.

როგორც ინტერნეტ-რესურსი Sphera Sports საკუთარ „ტვიტერში“ წერს, მალე 33 წლის არგენტინელი გაავრცელებს მიმართვას, რომელშიც თავისი გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადებს. უფრო მეტიც, თავად მიმართვა უკვე ჩაწერილია.

შეგახსენებთ, რომ მესი არ გამოცხადდა „ბარსელონას“ პირველ ვარჯიშზე და სერიოზულად აქვს განზრახული კლუბის დატოვება. მასზე მთავარ პრეტენდენტად “მანჩესტერ სიტი” მიიჩნევა.