ლიონელ მესი - „ბარსელონა“ სუსტი გუნდია, ასეთი თამაშით „ნაპოლის“ ვერ გავივლით
ლიონელ მესი - „ბარსელონა“ სუსტი გუნდია, ასეთი თამაშით „ნაპოლის“ ვერ გავივლით

„ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი ესპანეთის ჩემპიონატის 37-ე ტურში თავისი გუნდის წაგებით ძალიან უკმაყოფილო დარჩა. კატალონიელები შინ 1:2 დამარცხდნენ „ოსასუნასთან“.
„არ ველოდით, თუ ყველაფერი ასე დასრულდებოდა, მაგრამ ეს წაგება კარგად ახასიათებს მთელს სეზონს. ჩვენ – სუსტი გუნდი ვართ, ჩვენ გვამარცხებდნენ ძალისა და მოტივაციის ხარჯზე. „ბარსელონამ“ ძალიან ბევრი ქულა დაკარგა იქ, სადაც ეს არ უნდა გაეკეთებინა.

„რეალმა“ თავისი საქმე გააკეთა. სეზონის განახლების შემდეგ, მათ ყველა მატჩი მოიგეს, ჩვენ კი უამრავი ქულა გავანიავეთ, არადა, „ბარსელონა“ ვალდებული იყო ყველა მატჩში გაემარჯვა.
მე უკვე ვთქვი, რომ ასეთი თამაშით ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება ჩემპიონთა ლიგის მოგება, ახლა კი დავინახეთ, რომ ეს თამაში ლა ლიგას მოსაგებადაც კი არ იყო საკმარისი. უნდა ამოვისუნთქოთ და ვიფიქროთ ჩემპიონთა ლიგაზე. ბევრი რამ უნდა შევცვალოთ და უფრო თვითკრიტიკულები გავხდეთ. ასეთი თამაშით „ნაპოლის“ ვერ გავივლით“, – განაცხადა მატჩის შემდეგ არგენტინელმა.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი მატჩი ნეაპოლში „ბარსელონამ“ 1:1 ითამაშა.

ლა ლიგას 37-ე ტურის შემდეგ, „რეალმა“ ტიტული ოფიციალურად გაიფორმა.