ლიონელ მესი - არ მინდა მწვრთნელი გავხდე, მაგრამ ზიდანიც ასე ამბობდა და შემდეგ ჩემპიონთა ლიგა მოიგო #1TVSPORT
ლიონელ მესი - არ მინდა მწვრთნელი გავხდე, მაგრამ ზიდანიც ასე ამბობდა და შემდეგ ჩემპიონთა ლიგა მოიგო #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ მომავალში მწვრთნელად მუშაობის შესაძლებლობაზე ილაპარაკა.

„მე არ ვფიქრობ იმაზე, რას მივაღწიე, არამედ, მხოლოდ იმაზე, რა მელოდება მომავალში.

არ ვაპირებ მწვრთნელი გავხდე, თუმცა ზინედინ ზიდანიც იგივეს ამბობდა, მაგრამ შემდეგ მწვრთნელი გახდა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

მე მომწონს სპორტული მენეჯმენტი, გუნდის ფორმირება, მწვრთნელის დახმარება. მაგრამ 100 პროცენტით ჯერ არაფერი ვიცი“, – განაცხადა 35 წლის არგენტინელმა.