ლიონელ მესი ანსუ ფატის დებიუტს გამოეხმაურა
ლიონელ მესი ანსუ ფატის დებიუტს გამოეხმაურა

არგენტინელმა ვარსკვლავმა ლიონელ მესიმ „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა ფოტო, რომელშიც გვინეა ბისაოელ ანსუ ფატის ეხუტება და პირველ გუნდში დებიუტს ულოცავს.

„ბედნიერი ვარ “ბეტისთან” მოპოვებული სამი ქულით. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც მოედანზე „ბარსას“ აკადემიის აღზრდილებს ვხედავთ. მათ ოცნებების ასრულების და ნოუ კამპზე გოლების გატანის დიდებული შანსი აქვთ“, – განაცხადა ლეო მესიმ.

ანსუ ფატის დებიუტი „ბარსელონას“ პირველ გუნდში „ბეტისთან“, მეორე ტურის შეხვედრაში შედგა.
მატჩი კატალონიელებმა ანგარიშით 5:2 მოიგეს.

გვინეა ბისაოელი ფორვარდი კი მოედანზე კარლეს პერესის ნაცვლად 73-ე წუთზე შევიდა. ანსუ ფატი გახდა კლუბის ისტორიაში მეორე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც „ბარსელონას“ პირველი გუნდის მაისურით უთამაშია.

მოედანზე გამოჩენისას ანსუ ფატი 16 წლის და 198 დღის იყო.