ლინგარდის ტრანსფერისთვის „ვესტ ჰემი“ და „ევერტონი“ იბრძოლებენ
ლინგარდის ტრანსფერისთვის „ვესტ ჰემი“ და „ევერტონი“ იბრძოლებენ

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი ჯესი ლინგარდი, შესაძლოა „ვესტ ჰემის“ ან „ევერტონის“ რიგებში ვიხილოთ, – იუწყება Liverpool Echo.

წყაროს ინფორმაციით, 27 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ მანჩესტერელები 20 მილიონ ფუნტ სტერლინგს ითხოვენ.

მიმდინარე სეზონში ლინგარდმა ყველა ტურნირზე „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობაში 35 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი ბურთი და ორიც საგოლე გადაცემა შეასრულა.