ლინეკერმა პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესოდ კრიშტიანო რონალდო დაასახელა #1TVSPORT
ლეგენდარულმა ინგლისელმა ფორვარდმა გარი ლინეკერმა დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელი, რომელსაც პრემიერლიგაში უთამაშია.
„სავარაუდოდ, ეს არის კრიშტიანო რონალდო, იმის გათვალისწინებით, რასაც მან მიაღწია.
მაგრამ, რამდენ დიად ფეხბურთელს უთამაშია აქ! შეიძლება მხოლოდ ნახევარმცველები დავასახელოთ: ჯერარდი, სქოულზი, ლემპარდი, კინი, ვიეირა და ა. შ.“ – განაცხადა ლინეკერმა.