ლინას ლინკევიჩუსი - ნავალნი კომაშია, რუსეთის ხელისუფლება გერმანიაში მის გადაყვანაზე უარს აცხადებს, ეს კვალის დაფარვის მცდელობას გავს
ლინას ლინკევიჩუსი - ნავალნი კომაშია, რუსეთის ხელისუფლება გერმანიაში მის გადაყვანაზე უარს აცხადებს, ეს კვალის დაფარვის მცდელობას გავს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის შესაძლო მოწამვლის ფაქტს „ტვიტერში“ გამოეხმაურა.

„ნავალნი კომაშია, ხელისუფლება განზრახ აფერხებს დიაგნოზის დასმას და ნავალნის გერმანიაში გადაყვანაზე უარს აცხადებს. ეს ადამიანის სიცოცხლისადმი კრემლის ტიპური დამოკიდებულებაა. ეს კვალის დაფარვის მცდელობას გავს“, – წერს ლინკევიჩუსი „ტვიტერზე“.

​რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი საავადმყოფოში 20 აგვისტოს გადაიყვანეს. ის ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა და თავი ცუდად იგრძნო, რის გამოც თვითმფრინავი ომსკში დაჯდა. ამჟამად, ნავალნი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. ნავალნის პრესსპიკერი აცხადებს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მოწამლულია.