ლიმასოლის „არისის“ პრესსპიკერმა ლაშა დვალის ტრანსფერი გამორიცხა #1TVSPORT
ლიმასოლის „არისის“ პრესსპიკერმა ლაშა დვალის ტრანსფერი გამორიცხა #1TVSPORT

გიორგი ქვილითაიას გუნდის, ლიმასოლის „არისის“ პრესსპიკერმა, კოსტას პაპადოპულოსმა Supersport 104-თან ინტერვიუში აპოელ-ის ქართველი მცველის, ლაშა დვალის შესაძლო ტრანსფერი გამორიცხა და მიანიშნა, რომ მისი შეძენა გაუჭირდებათ.

„ძირითადი შემადგენლობა შევინარჩუნეთ. რამდენიმე ფეხბურთელთან კონტრაქტი გავახანგრძლივეთ, მხოლოდ ბრაუნი და უროშევიჩი წავიდნენ. მინდა, დავიჯერო, რომ რამდენიმე კარგ მოთამაშეს დავიმატებთ. რაც შეეხება ლაშა დვალთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, მის ტრანსფერზე მოლაპარაკება არ გვქონია“, – განაცხადა ლიმასოლის „არისის“ პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, რომ ლაშა დვალს ნიქოზიის აპოელ-თან კონტრაქტი დაუსრულდა და გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, ახალ კლუბთან კი კონტრაქტი არ გაუფორმებია. დვალის მენეჯერმა, ლაშა ოდილაძემ საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში კვიპროსელთა ინტერესი დაადასტურა, მაგრამ ისიც თქვა, რომ კარგი ევროპული ლიგებიდან უკეთესი ვარიანტები აქვს.