„ლილო არენას“ პროექტზე მუშაობა დასრულებულია
„ლილო არენას“ პროექტზე მუშაობა დასრულებულია

მულტიფუნქციური და სპორტული კომპლექსი ვარჯიშის შესაძლებლობას მისცემს ნებისმიერ მსურველს. ასევე კომპლექსის ბაზაზე იქნება მინიატურული ქალაქი, საბავშვო ზონა, ოფროუდ პარკი და რა თქმა უნდა, ავტოდრომი. შეგახსენებთ, რომ Lilo Arena პლატფორმის „შენი იდეა ქალაქის მერს“ გამარჯვებულია.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, სამგორის რაიონში მდებარე 91,642 კვ.მ მიწის ნაკვეთი საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციას გადაეცა, სადაც სულ მალე მულტიფუნქციურ კომპლექსს ვიხილავთ.