„ლილის“ სარეზერვო გუნდში ქართველმა ფეხბურთელმა, სანდრო ქუთათელაძემ სადებიუტო მატჩი ჩაატარა #1TVSPORT
„ლილის“ სარეზერვო გუნდში ქართველმა ფეხბურთელმა, სანდრო ქუთათელაძემ სადებიუტო მატჩი ჩაატარა #1TVSPORT

ცნობილი ფრანგული კლუბის, „ლილის“ ახალგაზრდულ გუნდში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა ქართველმა ფეხბურთელმა — სანდრო ქუთათელაძემ.

17 წლის მოთამაშე პოზიციით საყრდენი ნახევარმცველია. სანდრო საფრანგეთში გაიზარდა. მანამდე ის „მონაკოს“ 17-წლამდელთა გუნდის წევრი იყო, ხოლო „ლილში“ 2024 წლის პირველ ოქტომბერს ჩაირიცხა. ქუთათელაძე საქართველოს 15, 16 და 17-წლამდელთა ნაკრებების მოთამაშეც გახლდათ.

საფრანგეთის ნაციონალ 3-ის 21-ე ტურში „ლილის“ ახალგაზრდულმა გუნდმა „ედენ აზარ არენაზე“ „დრანსი ჯეას“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. ქუთათელაძე „ლილის“ სარეზერვო გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 72 წუთი გაატარა.

ამ გამარჯვებით „ლილის“ ახალგაზრდული გუნდი სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და უკვე რვა მატჩია, არ მარცხდება.