ლილის ბომბარდირს არსენალში გადასვლას უწინასწარმეტყველებენ
ლილის ბომბარდირს არსენალში გადასვლას უწინასწარმეტყველებენ

ფრანგული ლილის პრეზიდენტმა ჟერარ ლოპესმა განაცხადა, რომ თითქმის დარწმუნებულია თავის გუნდის კოტდივუარელი ვარსკვლავის, ნიკოლა პეპეს სხვაგან წასვლაში.

23 წლის აფრიკელს შესანიშნავი სეზონი აქვს საფრანგეთის ჩემპიონატში და მსურველი კლუბების ნაკლებობას არ განიცდის. ინგლისური პრესის ინფორმაციით, უახლოეს ზაფხულს პეპეს გადაბირებასთან ყველაზე ახლოარსენალი იქნება.

როგორც ირკვევა, პეპეს თამაში ძალიან მოსწონს არსენალის დამრიგებელს უნაი ემერის, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა თანხას შესთავაზებს ლონდონური კლუბი ლილს.

ნიკოლა პეპეს ამ სეზონში ლიგა 1-ში 18 გოლი დაუგროვდა. კვირას, ლილმა 5:1 გაანადგურა პარი სენ-ჟერმენი და იმ მატჩში აფრიკელმა გოლითა და 2 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა თავი.