ლილიან ტურამმა დაასახელა საფრანგეთის ნაკრების მოთამაშე, რომელიც ზიდანს ტექნიკაში აღემატებოდა
ლილიან ტურამმა დაასახელა საფრანგეთის ნაკრების მოთამაშე, რომელიც ზიდანს ტექნიკაში აღემატებოდა

საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მცველი ლილიან ტურამი ყოფილ პარტნიორს კრისტოფ დიუგარის დაეთანხმა. 2017 წელს, ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ ტექნიკის მხრივ, ზინედინ ზიდანთან ერთ დონეზე იყო.

„შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ახალგაზრდობაში დიუგარი ძალიან კარგი იყო. ხალხმა ის იდიოტად მონათლა, როცა თქვა, რომ ტექნიკის მხრივ ზიდანის დონეზე გახლდათ. მაგრამ ეს მართლაც ასე იყო. შეიძლება ითქვას, რომ დიუგარი აღემატებოდა კიდეც ზიდანს ტექნიკაში, როცა ისინი ახალგაზრდები იყვნენ“, – განაცხადა ტურამმა AS-თან კომენტარში.

ტურამი, დიუგარი და ზიდანი მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონები არიან.