ლილიან ტურამის ვაჟი, შესაძლოა ლივერპულში გადავიდეს
ლილიან ტურამის ვაჟი, შესაძლოა ლივერპულში გადავიდეს

მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ ფორვარდმა მარკუს ტურამმა, შესაძლოა კარიერა ინგლისში გააგრძელოს. როგორც გამოცემა Express იტყობინება, 22 წლის ფრანგის შეძენით „ლივერპულია“ დაინტერესებული.  გერმანული კლუბი მზადაა, ფეხბურთელს 50 მილიონ ევროდ შეელიოს.

ამ სეზონში ლეგენდარული ფრანგი მცველის ლილიან ტურამის ვაჟმა 33 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, 10 გოლი გაიტანა და ცხრა საგოლე გადაცემა შეასრულა.