ლილიან ტურამი - ფეხბურთი რასიზმის საკითხში ძალიან გაუბედავია
ლილიან ტურამი - ფეხბურთი რასიზმის საკითხში ძალიან გაუბედავია

საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა, ლილიან ტურამმა თანამედროვე ფეხბურთში რასიზმის გამოვლინებასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა. მისი სიტყვები იტალიურ გაზეთ La Gazzetta dello Sport-ს მოჰყავს.

„ფეხბურთი რასიზმის საკითხში ძალიან გაუბედავია. თავის გამოჩენის და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღების ბევრს ეშინია. ამის ნაცვლად, საჭიროა მოძრაობა იმ მიმართულებით, რომ შეიქმნას სათანადო რეზონანსი და კომუნიკაციების არხები. რასიზმი ნებისმიერი ხერხით უნდა აღმოიფხვრას, რადგან მეტისმეტად სახიფათოა. ის ყოველთვის ძალადობას იწვევს. ეს სიკვდილის რიტორიკაა. ლაპარაკია აზრების ამგვარ მსვლელობაზე: „ის ჩვენნაირი არ არის. ჩვენ უკეთესები ვართ“ და იოლია იმ აზრამდე მისვლა, რომ სხვისი მოკვლა შეიძლება. ფეხბურთს არ აქვს უფლება გვერდით გადგეს და ისეთი პოზიცია დაიკავოს, თითქოს არაფერი ხდება. არადა სტადიონებზე რასიზმი ძლიერდება.“