„ლილი“ მალკომში 41 მილიონს იხდის
„ლილი“ მალკომში 41 მილიონს იხდის

კატალონიურ კლუბ „ბარსელონას“ შანსი აქვს ბრაზილიელ შემტევ მალკომში იგივე თანხა მიიღოს, რაც თავად გადაიხადა.

„ბიენსპორტის“ (beIN Sports) ინფორმაციით, 22 წლის ფეხბურთელის შეძენით საფრანგეთის ლიგა ერთის ვიცე-ჩემპიონი „ლილი“ დაინტერესდა, რომელიც გუნდის ლიდერის, ნიკოლა პეპეს შემცვლელს ეძებს.

გავრცელებული ცნობით, ფრანგები მზად არიან მალკომში 41 მილიონი ევრო გადაიხადონ. სწორედ ეს თანხა დაუჯდა „ბარსელონას“ გასულ ზაფხულში ბრაზილიელის „ბორდოდან“ გადმობირება.