ლილარდის სამმაგი დუბლი „ჰიუსტონთან“ შინ მოგებულ მატჩში
ლილარდის სამმაგი დუბლი „ჰიუსტონთან“ შინ მოგებულ მატჩში

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრები შედგა. „პორტლენდმა” საკუთარ არენაზე „ჰიუსტონს” უმასპინძლა და 13 ქულის სხვაობით 125-112 დაამარცხა.

მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა დემიენ ლილარდმა. „ბლეიზერსის” გამთამაშებელმა 36 ქულით, 10 მოხსნითა და 11 პასით სამმაგი დუბლი შეასრულა. სი ჯეი მაკკალუმმა მატჩი 22 ქულით დაასრულა. 15 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა ჰასან ვაიტსაიდმა.

„ჰიუსტონის” რიგებში ყველაზე შედეგიანი 39 ქულით, 10 მოხსნითა და 6 პასით რასელ ვესტბრუკი გამოდგა. ჯეიმს ჰარდენი 18 ქულით შემოიფარგლა.

ინდიანა – ჩიკაგო 115 -106 (ოვერტაიმი)

ბრუკლინი – დეტროიტი 125-115

ნიუ იორკი – მემფისი 106-127

სან ანტონიო – იუტა 127-120

საკრამენტო – ოკლაჰომა 100-120