ლილარდის 47-მა ქულამ „პორტლენდი“ მარცხისგან ვერ იხსნა (ვიდეო)

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი სამი შეხვედრა გაიმართა. „პორტლენდმა” საკუთარ არენაზე „დალასი” მიიღო და მეტოქესთან 125-133 დამარცხდა.

„მავერიკსის” რიგებში კვლავ საუკეთესო იყო ლუკა დონჩიჩი. ახალგაზრდა სლოვენიელის ანგარიშზე 27 ქულა, 6 მოხსნა და 9 პასია. კრისტაპს პორზინგისმა 20 ქულა დააგროვა.

მასპინძელთა შორის ფენომენალური შეხვედრა ჩაატარა დემიენ ლილარდმა. მის ანგარიშზე 47 ქულაა. ჰასან ვაიტსაიმდა 14 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. ასევე 16 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი ჰქონდა კარმელო ენტონის. სი ჯეი მაკკალუმს ტრავმის გამო მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

კლივლენდი – ვაშინგტონი 112-124

ბრუკლინი – ლეიკერსი 113-128