ლილარდის 42 ქულამ „პორტლენდი“ მარცხისგან ვერ იხსნა (ვიდეო)

დემიენ ლილარდი ბრწყინვალე ფორმაშია. „პორტლენდის” გამთამაშებელი და ერთ-ერთი ლიდერი ბოლო რვა თამაშის განმავლობაში ფენომენალურ სტატისტიკას აჩვენებს. თუმცა, ლილარდის კარგი თამაშის მიუხედავად მისმა „ბლეიზერსმა” დღეს „იუტასთან“ სტუმრად დაძაბული მატჩი დათმო.

„პორტლენდის” გამთამაშებელმა შეხვედრა 42 ქულით, 6 მოხსნითა და 6 პასით დაასრულა, სი ჯეი მაკკალუმმა კი 27 ქულა მიითვალა, თუმცა მატჩი მაინც „იუტას” გამარჯვებით 117-114 დასრულდა.

პირველი ტაიმი „ბლეიზერსმა” 14 ქულის სხვაობით მოიგო. შეხვედრაში გადამწყვეტი მესამე პერიოდი გამოდგა, რომელიც მასპინძლებმა 30-17 მოიგეს.

„ჯაზის” რიგებში ყველაზე შედეგიანი 27 ქულით ბოგდანოვიჩი გამოდგა. რუდი გობერმა 16 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. ასევე 16 ქულა დააგროვა დონოვან მიჩელმა. იუტელებმა ამ გამარჯვებით ხუთმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტეს.

ფილადელფია – მემფისი 119-107

ვაშინგტონი – დალასი 119-118

ბოსტონი – ატლანტა 112-107

ინდიანა – ტორონტო 106-115

ოკლაჰომა – დეტროიტი 108-101

ფინიქსი – ჰიუსტონი 127-91

საკრამენტო – მაიამი 105-97