ლილარდი და ანტეტოკუნმპო NBA-ის კვირის მოთამაშეები გახდნენ #1TVSPORT
ლილარდი და ანტეტოკუნმპო NBA-ის კვირის მოთამაშეები გახდნენ #1TVSPORT

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა.

დასავლეთ კონფერენციაში გამოარჩიეს „პორტლენდის“ მცველი დემიენ ლილარდი. მისმა გუნდმა გასულ კვირას სამიდან სამი მატჩი მოიგო და ლილარდის საშუალო სტატისტიკა იყო 28.3 ქულა, 8.3 შედეგიანი გადაცემა და 2.0 მოხსნა. მცველმა საუკეთესო მატჩი „ფილადელფიას“ წინააღმდეგ ჩაატარა – 39 ქულა დააგროვა.

დასავლეთ კონფერენციის ლაურეატი გახდა „მილუოკის“ ფორვარდი იანის ანტეტოკუნმპო, რომელიც საშუალოდ მატჩში 33.3 ქულას, 16.0 მოხსნას, 5.0 შედეგიან გადაცემას, 2.7 დაფარებასა და 1.7 ჩაჭრას აგროვებდა. „ლეიკერსის“ წინააღმდეგ ბერძენმა 47 ქულა მიითვალა, „ორლანდოსთან“ შეხვედრაში კი 32 ქულა და 20 მოხსნა ჰქონდა. „მილუოკიმ“ გასულ კვირას სამიდან სამი მატჩი მოიგო.