ახალგაზრდულმა ნაკრებმა ლიხტენშტაინთან ისევ მოიგო
ახალგაზრდულმა ნაკრებმა ლიხტენშტაინთან ისევ მოიგო

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე მატჩი მოიგო. ესხენისშპორტპარკ ეშენ-მაურენზე“ ვასილ მაისურაძის გუნდმა ლიხტენშტაინი დაამარცხა.

საფრანგეთთან შეხვედრის შემდეგ ვასილ მაისურაძემ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განხორციელა და ლიხტენშტაინის წინააღმდეგ დავით კერესელიძე და მცველი ცოტნე კაპანაძე დაიმატა.

ჩვენმა გუნდმა ლიხტენშტაინს პირველი მატჩი 4:0 მოუგო. ამჯერად, პირველ ტაიმში ვასილ მაისურაძის გაწვრთნილებმა ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს – 2:0. გოლები ნუგზარ სპანდერაშვილმა (მე-19 წუთი) და დავით სამურკასოვმა (34-ე წუთი) გაიტანეს. 45-ე წუთზე ჩვენი მეკარე გიორგი მამარდაშვილი ბოლო იმედის ჯარიმისთვის მოედნიდან გააძევეს და მეორე ნახევარში ჩვენი გუნდი კაცნაკლული დარჩა. მაგრამ საბოლოოდ, ანგარიში არ შეცვლილა და საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა 2:0 მოიგო.

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები 7 შეხვედრაში მოპოვებული 9 ქულით მეორე საკვალიფიკაციო ჯგუფში მე-3 ადგილზეა, ლიხტენშტაინი კი (3 ქულა) ბოლო – მე-6 პოზიციაზეა.