ლიხტენშტაინთან ცვლილებებით - მაისურაძის გუნდი ჩარტერული რეისით გაემგზავრა
ლიხტენშტაინთან ცვლილებებით - მაისურაძის გუნდი ჩარტერული რეისით გაემგზავრა

ვასილ მაისურაძემ საქართველოს 21-წლამდე ნაკრების იმ ფეხბურთელების სია დაასახელა, რომლებიც ლიხტენშტაინთან ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე მატჩს გამართავენ. გუნდი ლიხტენშტაინში თბილისიდან ჩარტერული რეისით უკვე გაემგზავრა.

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი („ლოკომოტივი”, თბილისი), ლუკა სანიკიძე („თელავი“), დავით კერესელიძე („გაგრა”)

მცველები: ცოტნე კაპანაძე, ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, გიორგი-ჯემალ ჯინჯოლავა (სამივე – „ლოკომოტივი“, თბილისი), ლუკა ასათიანი, შალვა ბურჯანაძე (ორივე – „სამგურალი“, წყალტუბო), ილია ბერიაშვილი („თელავი“), ლუკა ქაფიანიძე („ტორპედო“, ქუთაისი).

ნახევარმცველები: გიორგი კუცია, ირაკლი აზაროვი, ანზორ მექვაბიშვილი (სამივე „დინამო თბილისი“), დავით სამურკასოვი, ბექა დარცმელია, თორნიკე ძებნიაური (სამივე – „ლოკომოტივი“, თბილისი), რატი არდაზიშვილი („რუხი“, ლვოვი), იური ტაბატაძე ( „საბურთალო“, თბილისი).

თავდამსხმელები: გიორგი გულიაშვილი, ბექა ქავთარაძე (ორივე – „საბურთალო“, თბილისი), ნუგზარ სპანდერაშვილი („დილა“, გორი), ირაკლი ბუღრიძე („დინამო“, თბილისი) , სერგო კუხიანიძე („სამგურალი“ წყალტუბო).

საქართველოს ნაკრები 6 შეხვედრაში მოპოვებული 6 ქულით მეორე საკვალიფიკაციო ჯგუფში მე-4 ადგილზეა, ლიხტენშტაინი კი (3 ქულა) ბოლო – მე-6 პოზიციაზეა. ჩვენმა გუნდმა ლიხტენშტაინს პირველი მატჩი 4:0 მოუგო.

საფრანგეთთან შეხვედრის შემდეგ ვასილ მაისურაძემ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განხორციელა, რადგან ლიხტენშტაინის წინააღმდეგ მეკარე ლუკა გუგეშაშვილი ყვითელი ბარათების გამო ვერ ითამაშებს. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მეკარე დავით კერესელიძე და მცველი ცოტნე კაპანაძე დაიმატა.

8 სექტემბერს ლიხტენშტაინისა და საქართველოს 21 წლამდე ნაკრებების შეხვედრა ქალაქ ესხენისშპორტპარკ ეშენ-მაურენზე“ გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.