ლიგიდან გავარდნილმა „ლოკომოტივმა“ „ტორპედოს“ ევროქულები წაართვა #1TVSPORT
ლიგიდან გავარდნილმა „ლოკომოტივმა“ „ტორპედოს“ ევროქულები წაართვა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის 31-ე ტურის მორიგ შეხვედრას საგურამოს „ლოკო – არენამ“ უმასპინძლა. ლიგიდან გავარდნილმა თბილისის „ლოკომოტივმა“ ქუთაისის „ტორპედოს“ დიდი წინააღმდეგობა გაუწია და ევროსაგზურისთვის მებრძოლ გუნდს უმნიშვნელოვანესი ქულები წაართვა – 0:0.

წინა ტურში „გაგრასთან“ წაგების (0:2) შემდეგ, „ლოკომოტივი“ ეროვნული ლიგიდან ოფიციალურად გავარდა და მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი მინაშვილმა შემადგენლობაში რამდენიმე გამოუცდელი მოთამაშე დააყენა. ქუთაისის „ტორპედო“ განსხვავებულ მდგომარეობაში იყო – კახა ჩხეტიანის გუნდი ევროსაგზურისთვის იბრძვის და ამ შანსის შესანარჩუნებლად ამ თუ დარჩენილ შეხვედრებში მოგება სჭირდებოდა.

სტუმრები უტევდნენ და საგოლე მომენტებიც შექმნეს, მაგრამ მისი რეალიზება ვერც პირველ ტაიმში მოახერხეს და საბოლოოდ, მატჩის უგოლოდ დასრულდა. უმოტივაციოდ დარჩენილმა „ლოკომოტივმა“ ბოლომდე იბრძოლა და „ტორპედოს“ უმნიშვნელოვანესი ქულები წაართვა.

31 ტურის შემდეგ, ქუთაისის „ტორპედო“ (46 ქულა) წყალტუბოს „სამგურალს“ (48 ქულა) ვერ დაეწია, გორის „დილას“ (46) კი ქულებით გაუთანაბრდა, მაგრამ ევროსაგზურისთვის ბრძოლაში ქუთაისელთა კონკურენტ გორის გუნდს ტურის მატჩი გასამართი აქვს.