ლიგა2-ში პირველი ტური დასრულდა (ვიდეო)
ლიგა2-ში პირველი ტური დასრულდა (ვიდეო)

ეროვნულ ლიგაში2-ში პირველი ტურის ორი დასკვნითი მატჩი გაიმართა და ამ შეხვედრებით ტური დასრულდა.

თბილისში, „დავით პეტრიაშვილი – არენაზე“ ეროვნული ლიგიდან დაქვეითებულმა „ვიტ ჯორჯიამ“ ლიგაში დაწინაურებულ დუშეთის „არაგვს“ უმასპინძლა და ქულები გაინაწილა – 0:0.

ასევე ერთი ლიგით დაქვეითებულმა ბოლნისის „სიონმა“ კი სეზონის პირველი მატჩი მოიგო. ბოლნისელები თბილისის „შევარდენი 1906“-ს „თამაზ სტეფანია – არენაზე“ დაუპირისპირდნენ და მიზანს მატჩის მიწურულს მიაღწიეს. 88-ე წუთზე ანგარიში ვასილ გოგოლიძემ გახსნა, ხოლო ერთ წუთში საბოლოო ანგარიში ზვიად სიხარულიამ დააფიქსირა 2:0 „სიონის“ სასარგებლოდ.

პირველი ტური გოლებით მწირი გამოდგა – 5 შეხვედრაში 8 გოლი გავიდა, ანუ საშუალოდ 1.6 გოლი მატჩში.