ლიეტუვური მედია - „დინამო თბილისი“ „პანევეჟისის“ მოთამაშეს იმატებს #1TVSPORT
ლეგიონერებზე უარის თქმის მიუხედავად, შესაძლოა, „დინამო თბილისმა“ ლიეტუვას ჩემპიონ „პანევეჟისიდან“ ახალწვეული – დანიელიუს რომანოვკისი დაიმატოს, – ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა 15min ავრცელებს.
„„პანევეჟისი“ ნგრევას განაგრძობს – 15min-ის წყაროს ცნობით, გუნდის ახალწვეულმა, დანიელის რომანოვსკისმა ჩემპიონი გუნდი ისე დატოვა, რომ მისი ფორმით თამაშის ჩატარება ვერ მოასწრო.
ნახევარმცველს თბილისის „დინამო“ ოფიციალურად უახლოეს დღეებში წარადგენს. რომანოვსკისი გასულ სეზონში „შიაულიაიში“ თამაშობდა, ზამთარში კი ჩემპიონ „პანევეჟისში“ გადავიდა, მაგრამ კონტრაქტში ჩაწერა პუნქტი, რომლის მიხედვითაც, 31 იანვრამდე უცხოურ კლუბში გადასვლის შესაძლებლობა შეინარჩუნა და ახლა სწორედ ამ პირობით ისარგებლა.
თბილისის „დინამომ“ საქართველოს ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა, წლის ბოლოს ყველა ლეგიონერს შეელია და ითქვა, რომ გუნდი აქცენტს „დინამოს აკადემიის“ მოთამაშეებზე გააკეთებდა“.