ლიეტუვისა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსთან დაკავშირებით „მედიატორთა ჯგუფის“ ჩამოყალიბებას აპირებენ
ლიეტუვისა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსთან დაკავშირებით „მედიატორთა ჯგუფის“ ჩამოყალიბებას აპირებენ

ლიეტუვისა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში ჩამოსასვლელად „მედიატორთა ჯგუფის“ ჩამოყალიბებას აპირებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისის თქმით, „მედიატორთა ჯგუფი“ უნდა დაეხმაროს საქართველოს პოლიტიკური კრიზისის გადაჭრაში.

კითხვაზე, აპირებს თუ არ თავად ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ვიზიტს, ლანდსბერგისმა განაცხადა, რომ მასთან ერთად ამას სხვა ქვეყნების მინისტრებიც აპირებენ.

„გეგმები არსებობს. ახლა ვსწავლობთ, რამდენად სასარგებლო იქნება ეს ვიზიტი. მედიატორთა ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც საგარეო საქმეთა მინისტრები შევლენ, ახლა ყალიბდება და ამ ჯგუფში ნამდვილად ერთზე მეტი მინისტრი იქნება წარმოდგენილი“, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია რომ საქართველომ გზავნილი არა მხოლოდ ლიეტუვიდან მიიღოს.

„ეს უნდა იყოს საერთო ევროპული სიგნალი, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს ევროალტანტიკური ინტეგრაციის გაგრძელებაზე“, – განაცხადა ლანდსბერგისმა.