ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი - ლიეტუვისთვის რუსეთი არის ერთადერთი ეგზისტენციალური საგარეო საფრთხე
ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი - ლიეტუვისთვის რუსეთი არის ერთადერთი ეგზისტენციალური საგარეო საფრთხე

ლიეტუვისთვის რუსეთი არის ერთადერთი ეგზისტენციალური საგარეო საფრთხე, – ეს განცხადება ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა, რაიმუნდას კარობლისმა ნატო-ს ლიდერების შეხვედრის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

„2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ომს, შემდეგ რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის უშედეგო მცდელობას, მოჰყვა აგრესია უკრაინის წინააღმდეგ.

სამწუხაროდ, რუსეთი აგრძელებს საფრთხის შექმნას, როგორც ბალტიისპირეთის, ისე შავი ზღვის რეგიონისთვის. ლიეტუვისთვის რუსეთი არის ერთადერთი ეგზისტენციალური საგარეო საფრთხე. თუ ქვეყანა არ სცემს პატივს საერთაშორისო ვალდებულებებს, ასე არ ცნობს ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, თუ ის არ ეპყრობა პატივისცემით მეზობლებს და ცდილობს გავლენის მოპოვებას, მაშინ ის საფრთხეს წარმოადგენს“, – განაცხადა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა.