ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი - მოხარული ვარ საქართველოში პოლიტიკურ დიალოგში პოზიტიური დინამიკით, მოვუწოდებ ყველა პარტიას, შეურთდნენ შეთანხმებას
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი - მოხარული ვარ საქართველოში პოლიტიკურ დიალოგში პოზიტიური დინამიკით, მოვუწოდებ ყველა პარტიას, შეურთდნენ შეთანხმებას

მოხარული ვარ საქართველოში პოლიტიკურ დიალოგში პოზიტიური დინამიკით, მოვუწოდებ ყველა პარტიას, შეურთდნენ შეთანხმებას, – წერს „ტვიტერში“​ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი.

„მოხარული ვარ, გავიგო, რომ საქართველოში ევროკავშირის შუამავლობით მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგში პოზიტიური დინამიკაა. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, პატივისცემით მოეკიდონ ძალისხმევას, იტვირთონ პასუხისმგებლობა და შეურთდნენ შემოთავაზებულ შეთანხმებას და იმუშაონ ამ შეთანხმების ეფექტურ შესრულებასა და ამოქმედებაზე, საქართველოს მომავალისთვის“, – წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს.

კრისტიან დანიელსონმა საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს დოკუმენტი 31 მარტს შესთავაზა.