ლიეტუვის ნაკრებს მასკოლიუნასი გაწვრთნის
ლიეტუვის ნაკრებს მასკოლიუნასი გაწვრთნის

კაუნასის „ჟალგირისის“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი დარიუს მასკოლიუნასი ლიეტუვას ნაკრების თავკაცი გახდა, – იტყობინება ქვეყნის კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახური. არჩევნებისას, მასკოლიუნასმა 13 ხმა მიიღო, მეორე კანდიდატმა – კლუბ „შიაულიაის“ მწვრთნელმა ანტანას სირეიკამ – ერთი.

ახალ მწვრთნელს დაუსახეს მიზანი – წარმატებით ითამაშოს 2021 წლის ევრობასკეტის შესარჩევში, რომელიც თებერვალში დაიწყება, ასევე მოიპოვოს ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის საგზური.

ლიეტუვას ნაკრების წინა მთავარმა მწვრთნელმა დაინიუს ადომაიტისმა აგვისტოში დატოვა პოსტი მსოფლიო ჩემპიონატზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ (მეცხრე ადგილი).