ლიეტუვის ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანა რუსული ელექტროენერგიის მოხმარებას წყვეტს
ლიეტუვის ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანა რუსული ელექტროენერგიის მოხმარებას წყვეტს

ლიეტუვა რუსული ელექტროენერგიის მოხმარებას წყვეტს. როგორც „ბიბისი“ წერს, აღნიშნულის შესახებ დღეს ლიეტუვის ენერგეტიკის სამინისტროში განაცხადეს.

სამინიტროს მიხედვით, ლიეტუვა კვირას ელექტროენერგიის მომწოდებელ რუსულ კომპანია „ინტერ რაოსთან“ შეწყვეტს თანამშრომლობას. ელექტროენერგიაზე უარის თქმით, ლიეტუვა შეწყვეტს ყველა სახის რუსული ენერგიის მოხმარებას – გაზის, ნავთობის და ელექტროენერგიის.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა არა მხოლოდ ლიეტუვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაზე. ეს არის ჩვენი სოლიდარობის გამოხატვა საომარ მდგომარეობაში მყოფი უკრაინისადმი, რადგან ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ ჩვენი ფულით ფინანსდებოდეს რუსული ომის მანქანა“, – განაცხადა ლიეტუვის ენერგეტიკის მინისტრმა.