ლიეტუვის ელჩის ინფორმაციით, აპრილის ბოლოს თბილისს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა
აპრილის ბოლოს თბილისს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი ეწვევა. ამის შესახებ საქართველოში ლიეტუვის ელჩი, ანდრიუს კალინდრა სოციალურ ქსელში წერს.
„ლიეტუვისა და საქართველოს თანამშრომლობით მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის ძალისხმევა, საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი, ისევე როგორც ევროკავშირის მედიაციით პოლიტიკური დიალოგი ვიზიტის დღის წესრიგში იქნება“, – წერს კალინდრა „ტვიტერში“.
🇱🇹 FM @GLandsbergis bilateral visit expected in #Tbilisi at the end of April. Efforts to maintain peace & security through 🇱🇹🇬🇪 cooperation, #Georgia‘s European & Euro-Atlantic future as well as #EU mediated political dialogue – will all be part of the agenda during this visit
— Andrius Kalindra (@a_kalindra) April 13, 2021