ლიეტუვის ელჩი – ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოვუწოდებ საქართველოს მომავლისთვის
საქართველოში ლიეტუვის ელჩი ანდრიუს კალინდრა მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს. ელჩი აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას.
„დღის სამწუხარო დასაწყისი, თბილისში, ოპოზიციური პარტიის ოფისში განვითარებული მოვლენების ნახვა. ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოვუწოდებ საქართველოს მომავლისთვის. ძალადობამ და ესკალაციამ არ შეიძლება, გამოიწვიოს დადებითი შედეგები“, – წერს ლიეტუველი დიპლომატი სოციალურ ქსელ „ტვიტერში.“
Unfortunate start of the day, seeing the developments at the opposition party office in #Tbilisi. Call for restraint on all sides for the sake of the future of #Georgia. Violence & escalation can produce no positive outcomes.
— Andrius Kalindra (@a_kalindra) February 23, 2021