ლიეტუვის ელჩი – საქართველო, იყავი მიზანმიმართული და ევროპული მისწრაფებები შეგისრულდება
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების გაფორმების ექვსი წლისთავს ლიეტუვის ელჩი გიედრიუს პუოჯუნასი „ტვიტერში“ გამოეხმაურა.
„ამ დღეს, 2014 წელს, საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას და ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოების გზას დაადგა. საქართველო უკვე სარგებლობს ვიზალიბერალიზაციის რეჟიმითა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებით, ევროკავშირს ბევრად მეტის შეთავაზება შეუძლია. საქართველო, იყავი მიზანმიმართული და ევროპული მისწრაფებები შეგისრულდება“, – წერს პუოჯუნასი.
#OTD in 2014 🇬🇪 had signed #AssociationAgreement
w/🇪🇺 &started it’s journey closer to #EU family. Already benefiting from #visafree, #DCFTA,🇪🇺 has much more 2 offer. #Georgia, be determined & your #EuropeanAspirations will be fulfilled! pic.twitter.com/WB6arRQIgx— Giedrius Puodžiūnas (@Puodziunas_G) June 27, 2020