ლიეტუვასთან მატჩს მატვეევა და ტატუაშვილი გამოტოვებენ - საქართველოს ქალთა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპს იწყებს #1TVSPORT
ლიეტუვასთან მატჩს მატვეევა და ტატუაშვილი გამოტოვებენ - საქართველოს ქალთა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპს იწყებს #1TVSPORT

5 აპრილს საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის მატჩს გამართავს. ჩვენი გუნდი თბილისში, „მიხეილ მესხი 2“-ზე ლიეტუვას უმასპინძლებს.

დღეს ირის ანტმანის გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში გამართა. ტრავმების გამო ხვალინდელ შეხვედრას ტატა მატვეევა და თამარ ტატუაშვილი გამოტოვებენ. მათ ნაცვლად ეროვნულ ნაკრებს მარიამ ცისკარიშვილი და ანა წულაია შეუერთდნენ.

საქართველოსა და ლიეტუვის ნაკრებების შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება. გულშემატკივართა დასწრება თავისუფალია. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: სვეტლანა გაბელაია (კოლხეთი ხობი), თათია გაბუნია (კვარტალი), ეკა თაბაგარი (ლანჩხუთი)

დაცვა: გვანცა ქადაგიშვილი, მარიამ კალანდაძე, სოფიკო ნარსია, ნინო ჩხარტიშვილი (ყველა – ლანჩხუთი), სალომე გასვიანი, ნათელა წოწერია (ორივე – კვარტალი), ელენე ენჯიბაძე (ნიკე-ლუსო)

ნახევარდაცვა/შეტევა: ნინო პასიკაშვილი, სალომი დიმოპულუ, ნათია დანელია, მარიამ ცისკარიშვილი, ანასტასია ბოლქვაძე (ყველა – კვარტალი), ლიზი მწყერაშვილი, ნინი ბუხრიკიძე, მაიკო ბებია (სამივე – ნიკე-ლუსო), ანა წულაია, თინათინ ამბალია (ორივე – ლანჩხუთი), ანა ჩემინავა, თეონა ბაქრაძე (ორივე – ტრაბზონსპორი), თამარ ქველიძე (ეტლინგვაიერი, გერმანია)