ლიეტუვაში „ქართველების“ ქუჩა გახსნეს
ლიეტუვაში „ქართველების“ ქუჩა გახსნეს

ლიეტუვაში „ქართველების“ ქუჩა გახსნეს. როგორც ლიეტუვაში საქართველოს ელჩი ხათუნა სალუქვაძე იუწყება, ვილნიუსში ერთ-ერთ ქუჩას „ქართველების“ ქუჩა, ანუ Kartvelų Gatvė ეწოდა.

„ქართველების“ ქუჩა ლიეტუვის დედაქალაქში მიმდინარე საქართველოს კულტურის დღეების, „გაზაფხული 2019“-ის ფარგლებში საქართველოს ელჩმა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ანსამბლ „სულიკოს“ წევრებთან ერთად გახსნა.

ვილნიუსში 2015 წლიდან არსებობს თბილისის სახელობის სკვერიც. 2018 წელს კი, ლიეტუვური ენის სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით, ლიეტუვურ ენაში საქართველოს ავთენტური დასახელება დამკვიდრდა. მას შემდეგ ლიეტუვაში საქართველოს არა „გრუზიად”, არამედ Sakartvelas (საქართველო) სახელით მოიხსენიებენ.