ლიეტუვაში გაზსადენ GIPL-ის გახსნის ცერემონია გაიმართა, რომელიც ბალტიის ქვეყნებსა და ფინეთს ევროკავშირის გაზის ბაზართან დააკავშირებს
ლიეტუვაში გაზსადენ GIPL-ის გახსნის ცერემონია გაიმართა, რომელიც ბალტიის ქვეყნებსა და ფინეთს ევროკავშირის გაზის ბაზართან დააკავშირებს

ლიეტუვაში გაზსადენ GIPL-ის გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომელსაც ლიეტუვის, ლატვიისა და პოლონეთის პრეზიდენტები დაესწრნენ. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, პოლონეთსა და ლიეტუვას შორის გამავალი მაგისტრალური გაზსადენი ბალტიის ქვეყნებსა და ფინეთს ევროკავშირის გაზის ბაზართან დააკავშირებს.

გაზსადენის გახსნის ცერემონიას ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარი კადრი სიმსონიც დაესწრო.

როგორც ევროკომისიის განცხადებაშია აღნიშული, გაზსადენი რეგიონის ენერგოუსაფრთხოებას გააძლიერებს. ევროკომისიის ცნობით, მისი საშუალებით უკვე შესაძლებელია ლიეტუვიდან გათხევადებული აირის პოლონეთისთვის მიწოდება, რაც ასე მნიშვნელოვანია არსებულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში.

აღნიშნული მილსადენით გაზის მიწოდება პირველი მაისიდან უკვე დაიწყო.

„დღევანდელი ქსელთაშორისი კავშირით გადაიდგა კიდევ ერთი ნაბიჯი რეგიონის ევროკავშირის შიდა ენერგობაზარში ინტეგრაციისკენ, რაც რუსული გაზისგან დივერსიფიცირებას ეხმარება. ეს გახდა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილების შემდეგ, შეუწყვიტოს გაზის მიწოდება პოლონეთს და ბალტიის ქვეყნების გადაწყვეტილების შემდეგ, შეწყვიტონ რუსული გაზის იმპორტი“, – განაცხადა ევროკომისარმა.

დატოვე კომენტარი