ლიეტუვას კალათბურთის ფედერაცია რუსეთთან და ბელარუსთან სპორტულ კონტაქტებს წყვეტს #1TVSPORT
ლიეტუვას კალათბურთის ფედერაცია რუსეთთან და ბელარუსთან სპორტულ კონტაქტებს წყვეტს #1TVSPORT

ლიეტუვას საკალათბურთო ფედერაციამ გამოაცხადა სპორტული კონტაქტების გაწყვეტის შესახებ რუსეთთან და ბელარუსთან. მიზეზი რუსეთის სამხედრო ოპერაციაა უკრაინის ტერიტორიაზე.

„სამხედრო მოქმედებები, რომელიც დღეს უკრაინაში დაიწყო, გამოცდად იქცა მთელი დემოკრატიული სამყაროსთვის. დღეისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კონცენტრაცია და ერთიანობა ლიეტუვაშიც და მთელს მსოფლიოში.

ვითვალისწინებთ რა რუსეთის საომარ მოქმედებებს უკრაინაში, ლიეტუვას კალათბურთის ფედერაცია უახლოეს პერიოდში შეწყვეტს ყველა სპორტულ კონტაქტს რუსულ და ბელარუსულ სპორტულ ორგანიზაციებთან.

ერთობლივი მოქმედებებით ჩვენ დავეხმარებით მეზობელ ქვეყანას აგრესორთან ბრძოლაში“, – წერია ფედერაციის განცხადებაში.