ლიეტუვამ ​თურქეთთან ხელშეკრულება გააფორმა „ბაირაქტარის“ შესაძენად, რომელსაც უკრაინას გადასცემს

10:33, 02.06.2022

ლიეტუვამ „ბაირაქტარის“ უპილოტო საფრენი აპარატის შესაძენად თურქეთთან ხელშეკრულება გააფორმა. ვილნიუსი უპილოტო საფრენი აპარატის გადაცემას უკრაინისთვის გეგმავს. ინფორმაციას ლიეტუვური მედია ავრცელებს.

სწორედ ამ მიზნით, რიგითმა ლიეტუველებმა, ერთ-ერთი ტელეწამყვანის მოწოდების საფუძველზე, სამ დღეში ხუთ მილიონამდე ევროს მობილიზება შეძლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, რეალიზაციის შეთანხმებაზე დოკუმენტს ​ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვილიუს სემეშკამ და თურქეთის თავდაცვითი მრეწველობის სააგენტოს ხელმძღვანელმა მოაწერეს ხელი.

მსგავსი