„ლიდსმა“ საუკეთესო ბომბარდირი დაკარგა #1TVSPORT
„ლიდსმა“ საუკეთესო ბომბარდირი დაკარგა #1TVSPORT

„ლიდსის“ ლეგენდარული ფეხბურთელი პიტერ ლორიმერი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.

როგორც ინგლისური კლუბის პრესსამსახური იტყობინება, სიკვდილის მიზეზი ხანგრძლივი ავადმყოფობა გახდა.

ლორიმერი „ლიდსში“ 1963-79 და 1983-85 წლებში თამაშობდა. ფორვარდი კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია – 705 მატჩში 238 გოლი.

ლორიმერი „ლიდსის“ თითქმის ყველა დიდ გამარჯვებაში მონაწილეობდა – ინგლისის ჩემპიონობა (1969, 1974), ვიცე-ჩემპიონობა (1965, 66, 70, 71, 72), ინგლისის თასი (1972), ფინალისტი (1965, 70, 73), ინგლისის ლიგის თასი (1968), ინგლისის სუპერთასი (1969), ბაზრობათა თასი (1968, 71), ფინალისტი (1967), ჩემპიონთა თასის ფინალისტი (1975), თასების თასის ფინალისტი (1973).

პიტერ ლორიმერმა 21 მატჩი ჩაატარა შოტლანდიის ნაკრებში და ოთხი გოლი გაიტანა.