„ლიდსმა“ ესპანეთის ნაკრების ფორვარდი შეიძინა
„ლიდსმა“ ესპანეთის ნაკრების ფორვარდი შეიძინა

„ვალენსიასა“ და ესპანეთის ნაკრების ფორვარდი როდრიგო მორენო კარიერას „ლიდს იუნაიტედში“ გააგრძელებს, – ამის შესახებ ოფიციალურად ესპანური კლუბის ვებგვერდმა დაწერა.

ტრანსფერის დეტალები და კონტრაქტის ვადა ჯერ უცნობია, თუმცა ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ინგლისურ გუნდს ტრანსფერი 30 მილიონი ევრო დაუჯდა.
29 წლის როდრიგომ, რომელსაც 22 მატჩი დაუგროვდა ესპანეთის ნაკრებში, 2019-20 წლების სეზონში 34 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი პასი შეასრულა.

„ლიდს იუნაიტედმა“ ინგლისის პრემიერლიგაში ადგილი გასული სეზონის შემდეგ დაიბრუნა.