„ლიდსმა“ ჟოელემ პიროესთან კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT
„ლიდსმა“ ჟოელემ პიროესთან კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT

„სუონსის“ თავდამსხმელი ჟოელემ პიროე „ლიდსის“ ფეხბურთელია. გავრცელებული ინფორმაციით, ნიდერლანდელმა გუნდთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა და „ლიდსის“ ღირსებას 2027 წლამდე დაიცავს.

„ლიდსის“ პრესსამსახური იუწყება, რომ ნიდერლანდელი ფორვარდი 7-ნომრიან მაისურს მოირგებს.

24 წლის ნიდერლანდელ ფეხბურთელს „სოუნსში“ შესანიშნავი სტატისტიკა ჰქონდა. პიროე ბრიტანეთში „ეინდჰოვენიდან“ 2021 წელს გადაბარგდა და სეზონში 24 გოლი გაიტანა. 2022/23 წლების სეზონში კი ნიდერლანდელი „სუონსის“ შემადგენლობაში 20 გოლის ავტორი გახდა.