„ლიდსის“ ფორვარდი პატრიკ ბემფორდი პირველად გამოიძახეს ინგლისის ნაკრებში #1TVSPORT
„ლიდსის“ ფორვარდი პატრიკ ბემფორდი პირველად გამოიძახეს ინგლისის ნაკრებში #1TVSPORT

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეტ საუტგეიტმა დაასახელა შემადგენლობა უახლოესი შესარჩევი მატჩებისთვის. მიწვეულ მოთამაშეებს შორის ერთი დებიუტანტია – „ლიდსის“ 27 წლის ფორვარდი პატრიკ ბემფორდი, რომელმაც პრემიერლიგის შარშანდელ სეზონში 17 გოლი გაიტანა, წელს კი ორ ტურში ჯერ თავი არ გამოუჩენია.

მცველები – სემ ჯონსტონი (ვესტ ბრომვიჩი), ჯორდან პიკფორდი (ევერტონი), ნიკ პოუპი (ბარნლი);

მცველები – ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული), კონორ კოადი (ვულვერჰემპტონი), რის ჯეიმსი (ჩელსი), ჰარი მაგუაირი, ლუკ შოუ (ორივე – მანჩესტერ იუნაიტედი), ტაირონ მინგსი (ასტონ ვილა), ჯონ სტოუნზი, კაილ უოკერი (ორივე – მანჩესტერ სიტი);

ნახევარმცველები – ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი, გერმანია), ჯორდან ჰენდერსონი (ლივერპული), ჯესი ლინგარდი (მანჩესტერ იუნაიტედი), მეისონ მაუნტი (ჩელსი), კელვინ ფილიპსი (ლიდსი), დეკლან რაისი (ვესტ ჰემი);

ფორვარდები – პარტიკ ბემფორდი (ლიდსი), დომინიკ კალვერტ-ლიუნი (ევერტონი), ჯეკ გრილიში, რაჰიმ სტერლინგი (ორივე – მანჩესტერ სიტი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი), ბუკაიო საკა (არსენალი), ჯეიდონ სანჩო (მანჩესტერ იუნაიტედი).

2 სექტემბერს ინგლისის ნაკრები გასვლაზე უნგრეთთან ითამაშებს, 5 სექტემბერს შინ მიიღებს ანდორას, 8 სექტემბერს კი სტუმრად შეხვდება პოლონეთს. სამი ტურის შემდეგ ინგლისს ცხრა ქულა აქვს და I ჯგუფში პირველ ადგილზეა.