„ლიდსი“ ინგლისში ყველაზე საძულველ გუნდად აღიარეს
„ლიდსი“ ინგლისში ყველაზე საძულველ გუნდად აღიარეს

ინგლისში გამოავლინეს ყველაზე საძულველი საფეხბურთო კლუბი. ეს არის „ჩემპიონშიფის“ ამჟამინდელი ლიდერი „ლიდს იუნაიტედი“. მან დიდი უპირატესობით აჯობა დანარჩენებს.

არასტანდარტული კვლევის ავტორი გახდა ორგანიზაცია „ინგლიშ ფუთბოლ სტატისტიშენ“ (English Football). ენთუზიასტებმა დათვალეს კლუბების მისამართით შეურაცხმყოფელი რეპლიკები თუ შეტყობინებები. გაირკვა, რომ „ლიდსის“ მისამართით სხვა კლუბების ფანებს 117 შეურაცხმყოფელი ფრაზა თუ რეპლიკა შეუთხზავთ. მეორე ადგილზეა პრემიერლიგის ლიდერი „ლივერპული“ – 50, მესამეზე – „ტოტენჰემი“ – 42. ასევე ათეულში მოხვდნენ „მანჩესტერ სიტი“, „სანდერლენდი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ნიუკასლი“, „ჩელსი”,“„ბირმინგემი“ და „არსენალი“.