„ლიდს იუნაიტედი“ და „ბარნლი“ ჩემპიონშიფიდან პრემიერლიგაში გადავიდნენ.
ორივე გუნდმა ინგლისის უმაღლეს დივიზიონში თამაში ჩემპიონშიფის დასრულებამდე ორი ტურით ადრე გაინაღდა. 44 ტურის შემდეგ „ლიდსი“ 94 ქულით ლიდერია და მეორე ადგილზე მყოფ „ბარნლის“ დამატებითი მაჩვენებლებით უსწრებს.
ინგლისის პრემიერლიგიდან ვადაზე ადრე გავარდნენ „ლესტერი“ და „საუთჰემპტონი“.