ლიდერის მტკივნეული მარცხი - ყაზაიშვილის გოლმა „ულსანს“ ვერ უშველა [ვიდეო] #1TVSPORT
ლიდერის მტკივნეული მარცხი - ყაზაიშვილის გოლმა „ულსანს“ ვერ უშველა [ვიდეო] #1TVSPORT

ვაკო ყაზაიშვილმა თავი ისევ გამოიჩინა – საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა სამხრეთ კორეის ჩემპიონატში მორიგი მატჩი ჩაატარა და მორიგი გოლის ავტორი გახდა.

აზიის ჩემპინთა ლიგის გამარჯვებულმა „ულსანმა“ 21-ე ტურში საკუთარ არენაზე „სუვონს“ უმასპინძლა და მოულოდნელად, დიდი ანგარიშით დამარცხდა – 2:5.

მატჩი მასპინძლებისთვის კარგად დაიწყო. ანგარიში 21-ე წუთზე სწორედ ყაზაიშვილმა გახსნა, რომელიც „ულსანის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. თუმცა, „სუვონმა“ პირველი ტაიმის 18-წუთიან მონაკვეთში (30-დან 48-ე წუთამდე) ხუთი გოლი გაიტანეს. მატჩის გმირი სამხრეთ აფრიკის ნაკრების ნიდერლანდელი თავდამსხმელი ლარს ველდვეიკი იყო, რომლის ანგარიშზეც 4 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

ულსანმა“ მეტოქეს მეორედ 56-ე წუთზე პენალტით გაუტანა, მაგრამ თამაშის შემოტრიალება ვეღარ შეძლო და საბოლოოდ, გათამაშების ლიდერმა მეხუთეადგილოსანთან მტკივნეული მარცხი იწვნია 2:5.

ყაზაიშვილმა მიმდინარე სეზონში „ულსანში“ 16 მატჩი ჩაატარა და მესამე გოლი გაიტანა, მისი გუნდი კი 21 ტურის შემდეგ სამხრეთ კორეის ჩემპიონატში 37 ქულით ლიდერობს და ერთი მატჩი აქვს ჩასატარებელი. მას მეორეადგილოსანი „ჯეობნუკ მოტორსი“ 4 ქულით ჩამორჩება, მაგრამ 3 მატჩი აქვს მარაგში.